ნიკა გვარამია - საპატრიარქოს კომისიის გვერდის ავლითაც შეჰქონდა განცხადებები შეწყალებაზე, შეგახსენებთ, ირაკლი ბათიაშვილს, რომელიც სამშობლოს ღალატისთვის იხდიდა სასჯელს და ბრალიც არ უღიარებია
ნიკა გვარამია - საპატრიარქოს კომისიის გვერდის ავლითაც შეჰქონდა განცხადებები შეწყალებაზე, შეგახსენებთ, ირაკლი ბათიაშვილს, რომელიც სამშობლოს ღალატისთვის იხდიდა სასჯელს და ბრალიც არ უღიარებია

საქართველოს საპატრიარქოს წლების განმავლობაში, მათ შორის ამ ხელისუფლების დროს, ყოველგვარი მიმართვების, ყოველგვარი განსჯების, კომისიის გვერდის ავლითაც შეჰქონდა განცხადებები შეწყალებაზე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

როგორც ნიკა გვარამიამ აღნიშნა, დღეს სასამართლოც და საპატრიარქოც იქცევა ანტიჰუმანურად.

„იუსტიციის სამინისტროს ვხელმძღვნელობდი რამდენიმე წლის განმავლობაში, ასევე ვიყავი შეწყალების კომისიის წევრი. მე არ ვიცი ამჟამად საქართველოს საპატრიარქო ტყუილს განიხილავს თუ არა ცოდვად, მაგრამ მე ტყუილს განვიხილავ როგორც ფაქტს, ამიტომ შემიძლია, მამა მიქაილ ბოტკოველს ვუპასუხო, რომ საქართველოს საპატრიარქოს წლების განმავლობაში, მათ შორის ამ ხელისუფლების დროს, ყოველგვარი მიმართვების, ყოველგვარი განსჯების, მეტსაც გეტყვით, კომისიის გვერდის ავლითაც შეჰქონდა განცხადებები შეწყალებაზე. ბევრია ასეთი, მაგალითად, შეგახსენებთ, ირაკლი ბათიაშვილის ამბავს, რომელსაც არც არავისთვის არაფერი უთხოვია, არ დაუწერია არანაირ შეწყალებაზე თანხმობა და ა.შ. ბრალი არ უღიარებია, საპატრიარქოს არაფერი არ განუხილავს, ისე შეიტანა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან. შეგახსენებთ, სამშობლოს ღალატისთვის იხდიდა იგი სასჯელს. მეორე საკითხია, აღარ ვიკამათებ ვინ, როგორ, რანაირად და მართალი იყო ეს თუ არა. სხვადასხვა აზრები არსებობდა ამასთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, საპატრიარქომ თავად მიიღო ეს გადაწყვეტილება და პირადად მიმართა საქართველოს პრეზიდენტს.

ეს ახლა რაც ჩვენ მოვისმინეთ არის ტყუილი და ორმა ინსტანციამ, ორმა ინსტიტუციამ გვითხრა, უარი მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვაზე. ერთი არის საპატრიარქო, რომელმაც გვითხრა, რომ შემოიტანეთ განაცხადი და განვიხილავთ. რამდენადც მე ვიცი, დათქმა გააკეთა მძიმე დანაშაულებზე, სამშობლოს ღალატი ეტყობა მსუბუქი დანაშაულია, ასევე ძალიან ბევრი მძიმე ნარკოტიკული დანაშაული არის საპატრიარქოს მეშვეობით შესული, შესულია კიდევ უფრო მძიმე დანაშაულები, ამას ყველაფერს ამოვიღებთ. ეს სტატისტიკაა, ტყუილს მოკლე ფეხები აქვს. საეკლესიო ტყუილი როგორ ფასდება, ეს არ მაინტერესებს, მე ვაფასებ როგორც ფაქტს. მეორე ეს არის საქართველოს სასამართლო სისტემა, სადაც შევიტანეთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დაუყონებლივ აღსრულების ღონისძიების გამოცემაზე და ხარვეზით გამოგვაბრუნა უკან. ერთიც და მეორეც, საპატრიარქოც და სასამართლოც იქცევა იდენტურად და ამ მოქცევას ჰქვია ანტიჰუმანურობა“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

დატოვე კომენტარი