ნიკა გვარამია - საპატრიარქომ დღეს მიხეილ სააკაშვილთან შეიტანა ძალიან ბევრი სეფისკვერი, ადამიანის წამებაა, როცა ის შიმშილობს და პურს უდგამ წინ
ნიკა გვარამია - საპატრიარქომ დღეს მიხეილ სააკაშვილთან შეიტანა ძალიან ბევრი სეფისკვერი, ადამიანის წამებაა, როცა ის შიმშილობს და პურს უდგამ წინ

საპატრიარქომ მოიტანა და დღეს მიხეილ სააკაშვილთან შეიტანეს ძალიან ბევრი სეფისკვერები, ადამიანის წამებაა, როცა ის შიმშილობს და პურს უდგამ წინ, ეს არის სრული კატასტროფა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

როგორც ნიკა გვარამიამ რუსთავის ციხესთან განაცხადა, საპატრიარქოს მოწოდებაზე, რომ შიმშილობა შეწყვიტოს, მიხეილ სააკაშვილი უარს აცხადებს.

„საპატრიარქომ მოიტანა და დღეს მიხეილ სააკაშვილთან შეიტანეს ძალიან ბევრი სეფისკვერები, ადამიანის წამებაა, როცა ის შიმშილობს და პურს უდგამ წინ. ეს არის სრული კატასტროფა. რაც შეეხება საპატრიარქოს მოწოდებას შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით, იგი უარს ამბობს ამაზე. ძალიან გულისამაჩუყებელია ის მიმართვა, რომ სიცოცხლეს გაუფრთხილდი, შეწყვიტე შიმშილობა, მაგრამ მგონია, რომ ადამიანზე, რომელიც შიმშილობს, რომელიც არის უკანონო პატიმარი, ამ ადამიანზე მანიპულაციებს სჯობს, „ქართულ ოცნებას“ მოსთხოვოს საქართველოს ეკლესიამ, უკანონოდ დევნილი, პოლიტპატიმარი სააკაშვილის გათავისუფლება, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქართული ეკლესიის განვითარებაში“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.