ნიკა გვარამია - სალომე მოღალატეა, ჭამეთ წიწაკა და იყავით პატრიოტები

ტელეკომპანია „რუსთავი ორის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ეკა კვესიტაძის გადაცემაში აქცია-გამოწვევა გამოაცხადა და პირდაპირ ეთერში წითელი წიწაკა შეჭამა.

მოგვიანებით, გვარამიამ „ფეისბუქზე“ ვიდეო გამოაქვეყნა და არხის თანამშრომლებს ნანუკა ჟორჟოლიანს, მაია ასათიანს, ნოდარ მელაძეს და გიორგი გაბუნიას მოუწოდა, აქციას შეუერთდნენ და წიწაკა შეჭამონ.

როგორც გვარამია ამბობს, აქციის შინაარსია „არა მოღალატე სალომე ზურაბიშვილს”.

„ეს იყო სრული კატასტროფა, მაგრამ რას არ გააკეთებ სამშობლოსთვის. ცხადია, ბევრად უფრო მწარე იქნება ჩვენი ხვედრი, თუ ავირჩევთ სალომე ზურაბიშვილს.

არა სალომე ზურაბიშვილს, კოლაბორაციონისტ  პროპუტინურ კანდიდატს, მოღალატეს. გთხოვთ, რომ ყველამ უთხრათ უარი მას ჩვენი ამ ჟესტით, ვიწვევ პირველ რიგში ჩემი არხის მთავარ სახეებს ნანუკა ჟორჟოლიანს, მაია ასათიანს, ნოდარ მელაძეს, გიორგი გაბუნიას, ეკა კვესიტაძემ ეს უკვე გააკეთა, სალომე მოღალატეა, ჭამეთ წიწაკა და იყავით პატრიოტები“,- აცხადებს გვარამია „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეოში.