ნიკა გვარამია - საერთაშორისო კონვენციები გვაძლევს აჯანყების გარანტირებულ შესაძლებლობას, დამხობა კი, არის მდგომარეობა, რომელიც მოჰყვება აჯანყებას ხელისუფლების წინააღმდეგ
ნიკა გვარამია - საერთაშორისო კონვენციები გვაძლევს აჯანყების გარანტირებულ შესაძლებლობას, დამხობა კი, არის მდგომარეობა, რომელიც მოჰყვება აჯანყებას ხელისუფლების წინააღმდეგ

საერთაშორისო კონვენციები გვაძლევს ლეგიტიმურ კი არა შეიძლება ითქვას, გარანტირებულ შესაძლებლობას, რომ ავჯანყდეთ ასეთი ხელისუფლების წინააღმდეგ, – ამის შესახებ ტელეკომპანია „მთავარის“ ხელმძღვანელმა, ნიკა გვარამიამ საქალაქო სასამართლოში განაცხადა.

როგორც გვარამიამ აღნიშნა, სტატუსი, რომელიც „ფეისბუქზე“ გამოაქვეყნა ეხება ხელისუფლების შეცვლას საზოგადოებრივი ზეწოლით.

„არანაირი გეგმით არ ვაპირებ დამხობას. მე არ ვარ არც შეიარაღებული ფორმირების მეთაური და არც პოლიტიკური ძალის. იქ მიწერია ბოლო ლეგიტიმური გზათქო. მე ვგულისხმობ ხელისუფლების შეცვლას საზოგადოებრივი ზეწოლით მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ზეწოლით და პრესით. კანონმდებლობით დასჯადი არის მოწოდება, რომელიც იწვევს ხელისუფლების დამხობას და ლეგიტიმური ხელისუფლების მოთხოვნების შეუსრულებლობისკენ მოწოდებას. ხელისუფლებაში მე ვერ ვიგულისხმებ ბიძინა ივანიშვილს, ხელისუფლების უზურპატორს. როდესაც ხელისუფლება უზურპირებულია, ის კარგავს ლეგიტიმაციას და საერთაშორისო კონვენციები გვაძლევს ლეგიტიმურ კი არა, შეიძლება ითქვას, გარანტირებულ შესაძლებლობას, რომ ავჯანყდეთ ასეთი ხელისუფლების წინააღმდეგ. შეგიძლიათ წაიკითხოთ გაერო-ს 48 წლის კონვენცია და ამოიკითხავთ ამ სიტყვას“, – განაცხადა გვარამიამ.

გვარამიას განმარტებით, მის სტატუსში მოწოდება იყო მედასავლეთე ქართველი პატრიოტების მიმართ.

„ამ ქვეყანაში, ამ ქვეყნის ბედს უნდა წყვეტდნენ ადამიანები, ვინც ამ ქვეყანას ხედავს დასავლეთში. დამხობა არის მდგომარეობა, რომელიც მოჰყვება საზოგადოების ფართომასშტაბიან აჯანყებას ხელისუფლების წინააღმდეგ, იმ ხელისუფლების, რომელმაც დაკარგა ლეგიტიმაცია არჩევნების შესაძლებლობის ჩაკეტვითაც კი. არათუ თავისით არ მიდის, არამედ ჩაკეტილი აქვს არჩევნების შესაძლებლობაც . ბიძინა ივანიშვილმა მოახდინა ხელისუფლების უზურპაცია. უზურპატორი არის კონსტიტუციის თავზე გადამხევი. უზურპატორი არის დამნაშავე“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ხელმძღვანელმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა: „ჩვენ, ქართველმა პატრიოტებმა უზურპატორი თავის ხუნვეიბიენებიან მანქურთებიანად უნდა დავამხოთ“.

დატოვე კომენტარი