ნიკა გვარამია - სააკაშვილისთვის უკიდურესად პრინციპულია, რომ 2 დეკემბრის სასამართლო პროცესს დაესწროს
ნიკა გვარამია - სააკაშვილისთვის უკიდურესად პრინციპულია, რომ 2 დეკემბრის სასამართლო პროცესს დაესწროს

თბილისის საქალაქო სასამართლოდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მისმა ადვოკატმა მოინახულა.

ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის პრინციპულია, 2 დეკემბერს ჩანიშნულ პროცესს დაესწროს.

„მე აღარ გავაკეთებ კომენტარს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ჩვენ ვისაუბრეთ მეორე საქმესთან დაკავშირებით. 2 დეკემბერს არის ე.წ. პიჯაკების საქმის განხილვა. მისთვის უკიდურესად პრინციპულია, რომ ამ საქმეს დაესწროს. ვიმედოვნებთ, რომ ამ მიმართებით არანაირი შეფერხება არ იქნება. ესაა, რაც მინდოდა, მეთქვა, დანარჩენი თვითონ ილაპარაკა. პროკურატურა დღეს ცდილობდა, არ მიემართა მიხეილ სააკაშვილს ქართველი ხალხისთვის. პროკურატურა ასევე ცდილობს, რომ ის ციხეში ჩასვან ბევრი წლით, მაგრამ ეს ასევე არ გამოუვა“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.