ნიკა გვარამია - სააკაშვილი ისე ლაპარაკობს, თითქოს გილაური მისი პრემიერი არ იყო, თითქოს „ნაციონალურ მოძრაობას“ გილაურთან მოლაპარაკება არ ჰქონოდა, რომ წინასაარჩევნოდ მათი დამფინანსებელი ყოფილიყო
მიხეილ სააკაშვილი ისე ლაპარაკობს, თითქოს ნიკა გილაური მისი პრემიერი არ ყოფილიყო, თითქოს „ნაციონალურ მოძრაობას“ გილაურთან მოლაპარაკება არ ჰქონოდა, რომ წინასაარჩევნოდ მათი დამფინანსებელი ყოფილიყო, – ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.
როგორც გვარამიამ აღნიშნა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა მიხედოს იმას, რაც შიგნით ხდება.
„ჩემი დამოკიდებულებები ჩემი დამოკიდებულებებია. მას შეუძლია, თავისი დამოკიდებულება ჰქონდეს. გულწრფელად ვიტყვი – მომბეზრდა გილაურებზე რაღაცების მოსმენა. მიხეილ სააკაშვილი ისე ლაპარაკობს, თითქოს გილაური მისი პრემიერი არ ყოფილიყო, თითქოს „ნაციონალურ მოძრაობას“ გილაურთან მოლაპარაკება არ ჰქონოდა, რომ წინასაარჩევნოდ მათი დამფინანსებელი ყოფილიყო. უკვე შეუძლებელია ამის მოსმენა. გუშინ ეს იმიტომ დავწერე, რომ აქამდე თავდასხმებს ვპასუხობდი. ახლა თავდასხმებსაც აღარ ვუპასუხებ. მომბეზრდა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თვითონ მიხედოს იმას, რაც შიგნით ხდება“, – განაცხადა გვარამიამ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ „ლელო“ ბადრისა და მამუკას ბიზნესპროექტია, „ახალი“ თავიდანვე შედგა ძმები გილაურების პროექტად“.