ნიკა გვარამია - „რუსთავი 2“-ში არის ორი მხარე, კიწმარიშვილის ოჯახი, აქიმიძე, დვალი და ყარამანიშვილები, არანაირი შუა რგოლი, განსაკუთრებით ყაჩაღი ქიბარ ხალვაში 36 კბილით
ნიკა გვარამია - „რუსთავი 2“-ში არის ორი მხარე, კიწმარიშვილის ოჯახი, აქიმიძე, დვალი და ყარამანიშვილები, არანაირი შუა რგოლი, განსაკუთრებით ყაჩაღი ქიბარ ხალვაში 36 კბილით

„რუსთავი 2“-ში არსებობს ორად ორი მხარე, ყველა დანარჩენი არის ფეიკი, – ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

„რუსთავი 2“-ში არსებობს ორად ორი მხარე. ეს არის კიწმარიშვილის ოჯახი, აქიმიძე, დვალი, რომლებსაც თავის დროზე მართლა რაღაც პრობლემები შეიძლება, შეექმნათ, ეს მე არ ვიცი და მეორე არის ყარამანიშვილები, ვინც კომპანიაში ქონება შეიტანეს, ეს არის შპს „საქართველო“. ამ ორი მხარის არის „რუსთავი 2“ და არანაირი შუა რგოლი, ვინც კი ყოფილა არარელევანტურია, განსაკუთრებით მტაცებელი, ყაჩაღი ქიბარ ხალვაში 36 კბილით. ყველა დანარჩენი არის ფეიკი“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.