ნიკა გვარამია – „რეჟიმი აგონიაშია“ – თავის მოტყუებაა, რეჟიმი წკიპზეა და თიხის ფეხებზე დგას, ბოლომდე უნდა ამ ფეხებს მონგრევა, არაფერი დასრულებულა, ახლა იწყება

15:30, 07.04.2025

კარგად მესმის, რომ იმედგაცრუება შემოგვეპარა. ობიექტური მიზეზებიც აქვს ამას და სუბიექტურიც, მაგრამ მინდა, ყველას გავუზიარო ჩემი გამოცდილება: როცა ბრძოლაში ხარ, იღლები, თითქოს კედელს აწყდები და გგონია, რომ არაფერი გამოვა, შეხედე შენს მოწინააღმდეგეს და შეაფასე, როგორაა ის თავად, – ამის შესახებ პარტია „ახლის“ ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

„შევხედოთ „ქართულ ოცნებას“: ივანიშვილის ბანდა შიგნიდან ისე ყანყალებს, ნაკერებზე გარღვევის ყველა ნიშანი ჩანს.

P.S. ოღონდ „რეჟიმი აგონიაშია“ – თავის მოტყუებაა. რეჟიმი წკიპზეა და თიხის ფეხებზე დგას. ბოლომდე უნდა ამ ფეხებს მონგრევა, რომ ეს „გოლიათი“ წაიქცეს. არაფერი დასრულებულა, ახლა იწყება“, – წერს ნიკა გვარამია.

მსგავსი