ნიკა გვარამია პროკურატურაში ახალი ბრალის დადგენილებას გაეცნო
ნიკა გვარამია პროკურატურაში ახალი ბრალის დადგენილებას გაეცნო

„მთავარი“ არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პროკურატურაში მივიდა.

როგორც ნიკა გვარამიამ აღნიშნა, ბრალი 220- ე მუხლით უნდა წარუდგინონ მისი მეუღლის ავტომობილთან დაკავშირებით.

„არ იყო ცუდი მანქანა, მაგრამ მისი ყიდვა არ გვეღირსა, ვერ შევძელით და ახლა ვიხდით ჯარიმებს. ამისთვისაც თუ გვიჭერენ არ ვიცი. მე გადავწყვიტე, რომ ტყუილად აქ სიარულს ჯობია, ძაღლი გამოვასეირნო, რომლისთვისაც ვერ ვიცლი და აწი სულ ძაღლით მოვალ ხოლმე, გავასეირნებ. ვერ ვაკადრებ „ედგარს“, რომ შევიყვანო და მას მოვასმენინო, იქნებ რამე გაიგოს. იქნებ, კარგად გაარკვიოს, რას გვედავებიან ადამიანები. უდიპლომო და უტვინო პროკურორის შენობაში იგივენაირი გამომძიებლები და პროკურორები რომ იყვნენ, ეს არ არის გასაკვირი. ბიძინა ივანიშვილს მიაჩნია, რომ მისი მთავარი მოწინააღმდეგეები უნდა გაანეიტრალოს. ამ ქვეყანაში მე ერთ-ერთი მათგანი ვარ“, – განაცხადა გვარამიამ.

კითხვაზე, ელოდება თუ არა დაკავებას, გვარამიამ აღნიშნა, რომ ყოველთვის არ გამოდის ის, რაც უნდათ.

„შეიძლება წყალტუბო მოიპარო, მაგრამ გვარამია ვერ დააკავო“, – აღნიშნა გვარამიამ.

ნიკა გვარამიას პროკურატურაში დაბარება, „რუსთავი 2“-ში მუშაობის პერიოდს ეხება.