ნიკა გვარამია – პოლიტიკურ დევნილობას მივაწვები, იმიტომ, რომ ვარ
პოლიტიკურ დევნილობას მივაწვები, იმიტომ, რომ ვარ, – განუცხადა ჟურნალისტებს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ მას შემდეგ, რაც გირაოს გადახდა შეუფარდეს.
ნიკა გვარამიას თქმით, ეს ყველაფერი მისთვის ხელსაყრელია და ყველა მიხვდება, რომ მისი საქმე პოლიტიკურია.
„ყველაფერი სახეზეა. მართალი გითხრათ, ჩემთვის ძალიან ხელსაყრელია ეს ყველაფერი, რადგან ამას დიდებულად ჩამოვწერ და ყველა მიხვდება, რომ პოლიტიკური საქმეა. მაგრამ ქვეყნისთვის ძალიან ცუდია. ყველა მიხვდება, რომ პოლიტიკური საქმეა, რადგან ყველა ქვეყნის კანონმდებლობასა და ყველა სისტემაში, ბრიტანულ-ამერიკულით დაწყებული, გერმანულ-ფრანგულით დამთავრებული, ასეთი რამ არ შეიძლება, რომ სამოქალაქო სამართალში შეჩხირო სისხლის სამართალი კონტრაქტის თავისუფლების ნაწილში და ამ მოსამართლემ ჩათვალა, რომ შეიძლება. ჩემთვის რა, დავწერ – პოლიტიკურ დევნილობას მივაწვები, იმიტომ, რომ ვარ“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.