ნიკა გვარამია პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ოჯახთან ერთად მივიდა
ნიკა გვარამია პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ოჯახთან ერთად მივიდა

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ოჯახთან ერთად მივიდა.

„ოცნებას“ ძალიან ბევრი წითელი ხაზი აქვს გადალახული, მაგრამ ეს იმგვარია, რომლის დავიწყება, შებრუნება რამენაირად, ჩამორეცხვა შეუძლებელია. ეს არის ჩვენი ფუნდამენტური სახელმწიფო ინტერესის, ჩვენი ეროვნული გრძნობების შეურაცხყოფა, არ შეიძლება. მე აქ ვარ, როგორც რიგითი ქართველი პატრიოტი, ჩემთვის მნიშვნელოვანი და ძვირფასია ეს ქვეყანა. დღეს დადასტურდა, რომ ბიძინა ივანიშვილი და საქართველოს ფუნდამენტური ინტერესები არის სრულიად არათავსებადი ამბავი და ის უნდა წავიდეს ამ ქვეყნიდან, რათა შევძლოთ განვითარება ისე, როგორც ამ ქვეყნის ინტერესებშია“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამიამ ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლების პრობლემა კიდევ უფრო დამძიმდება, თუ მოსახლეობის პროტესტს სწორად ვერ აღიქვამენ.

„პასუხისმგებელი არის ის, ვინც რეალურად ამ ქვეყანას მართავს, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და რა თქმა უნდა, ის ამ ქვეყნიდან უნდა განვდევნოთ და ჩამოვაშოროთ პოლიტიკურ პროცესებს. ეს არის ალბათ მთავარი ამოცანა ყველა პატრიოტისთვის. მაგრამ, რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, მის გარდა, მთავარი დამნაშავე არის ორი – პირველ რიგში, ეს არის გახარია, რომელიც პირდაპირ ვთქვათ, რუსეთის აგენტია და პირდაპირ ვთქვათ, მთავარი პასუხისმგებლობა მასზეა, რადგან მან შემოუშვა ეს ადამიანი და ბოლომდე იცავდა, ამიტომ, ის უნდა წავიდეს რუსეთში და პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ვერასდროს ჩამოირეცხავს ამ სირცხვილს, რაც არ უნდა ილაპარაკოს,“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ.