ნიკა გვარამია - მზია ამაღლობელი, 16 დღეა, შიმშილობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ამ წუთში არაფერი ვიცით, ეს აბსოლუტურად ეწინააღმდეგება შიმშილობის საერთაშორისო პროტოკოლს
ნიკა გვარამია - მზია ამაღლობელი, 16 დღეა, შიმშილობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ამ წუთში არაფერი ვიცით, ეს აბსოლუტურად ეწინააღმდეგება შიმშილობის საერთაშორისო პროტოკოლს

მზია ამაღლობელი, უკვე 16 დღეა, შიმშილობს, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ამ წუთში არაფერი ვიცით, ეს აბსოლუტურად ეწინააღმდეგება საერთაშორისო შიმშილობის პროტოკოლს, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საჭიროა კონსილიუმის ფორმირება, რომელიც ყოველდღე საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

„მზია ამაღლობელი, უკვე 16 დღეა, შიმშილობს, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ამ წუთში არაფერი ვიცით, ეს აბსოლუტურად ეწინააღმდეგება საერთაშორისო შიმშილობის პროტოკოლს. მინდა, ვთქვა, რომ ჯანდაცვისა და იუსტიციის მინისტრები ვალდებულები არიან, საზოგადოებას მიაწოდონ ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია. უფრო მეტიც, ჩვენ მოვითხოვთ, ამ ორმა სამინისტრომ, პენიტენციური სამსახურისა და ამაღლობელის მხარის ჩართულობით, მოახდინოს ფორმირება ე.წ. კონსილიუმის, რომელიც ყოველდღე შეგვატყობინებს ქალბატონი მზიას ჯანმრთელობის მდგომარეობას. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, ბატონ კაციტაძეს, დროზე გამოიტანეთ დაზარალებულად ცნობის დადგენილება, რომ მხარემ ამ საფუძვლით მიმართოს სასამართლოს, სამარცხვინო, უკანონო სასამართლოს, მაგრამ მაინც შევძლოთ და მივმართოთ სასამართლოს და მასზე ბოლომდე განვახორციელოთ საზოგადოებრივი ზეწოლა, რომ შეიცვალოს აღკვეთის ღონისძიება. პატიმრობა შეიცვალოს ნებისმიერი სხვა ფორმით. ამისთვის საჭიროა, დროზე იქნეს გამოტანილი დადგენილება მისი წამების საქმეში დაზარალებულად ცნობის შესახებ. ასევე, პროკურატურას, ყოველგვარი დადგენილებების გარეშე, თავად შეუძლია, რომ გააკეთოს ეს და მოვუწოდებ, გააკეთოს“, – განაცხადა გვარამიამ.