ნიკა გვარამია - მიშა მშვილდაძე აქამდეც არანორმალურად მიყვარდა, ახლა მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია
ნიკა გვარამია - მიშა მშვილდაძე აქამდეც არანორმალურად მიყვარდა, ახლა მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია

აქამდეც არანორმალურად მიყვარდა, ახლა მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია, – წერს „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში და რუსთაველზე აქციების წამყვანის, მიშა მშვილდაძის ფოტოს აზიარებს.

„ყველა ისტორიულ მოვლენას ჭირდება სიმბოლო. გადამწყვეტ ვითარებებში, ხალხი მაინც სიმბოლოებით აზროვნებს, სიმბოლოებს მიყვება და ეს სიმბოლოები კულტივირებენ სწორ ფასეულობებს და პრინციპებს.

ხოდა ჩემთვის ამ აღმაფრთოვანებელი მოვლენების სიმბოლო ეს უკეთილესი, უნიჭიერესი და დიდი პატრიოტი ბიჭია. აქამდეც ხო არანორმალურად მიყვარდა, ახლა საერთოდ მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია“, – წერს „ფეისბუქში“ ნიკა გვარამია.