ნიკა გვარამია - მარკო რუბიოს წერილი ქართველ ხალხს გვეძღვნება, ადრესატი ჩვენ ვართ და არა ე.წ. მთავრობა, ამიტომაც ეს წერილი ჩვენგანაც საჭიროებს პასუხს
დღეს, 7-ზე უნივერსიტეტთან ძალიან ბევრნი უნდა ვიყოთ, მათ შორის, ამის გამო, უფრო მეტნი, ვიდრე ერევანში რუბიოს დამხვედრები, – ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის“ ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის წერილს პასუხი სჭირდება.
„მარკო რუბიოს ეს წერილი ქართველ ხალხს გვეძღვნება და ჩვენს ბრძოლას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის. წერილის ადრესატი ჩვენ ვართ და არა ე.წ. მთავრობა. ამიტომაც ეს წერილი ჩვენგანაც საჭიროებს პასუხს! დღეს 7-ზე უნივერსიტეტთან ძალიან ბევრნი უნდა ვიყოთ, მათ შორის, ამის გამო! უფრო მეტნი, ვიდრე ერევანში რუბიოს დამხვედრები“, – წერს გვარამია.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
„ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ვულოცავ ქართველ ხალხს ეროვნულ დღეს. ეს წელი ახალ შესაძლებლობებს იძლევა ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის მეგობრობის გაღრმავებისა და ჩვენი ორივე ერის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობის მიზნით“, – ნათქვამია მისალოც წერილში.