ნიკა გვარამია მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ხვალ 11:00 საათზე დაიკითხება
ნიკა გვარამია მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ხვალ 11:00 საათზე დაიკითხება

„რუსთავის 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ 11:00 საათზე, მოწმის სახით დაიკითხება, – ამის შესახებ ინფორმაცია ნიკა გვარამიამ სოციალურ გვერდზე გაავრცელა.

ნიკა გვარამია მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის წინაშე დაიკითხება.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით ნიკა გვარამიას გამოკითხვის მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს დღეს მიმართა.

მათივე ინფორმაციით, გამოკითხვის შესახებ უწყება ნიკა გვარამიას უკვე გადაეცა.