ნიკა გვარამია - ევროპარლამენტის მოწვევით ვარ სტრასბურგში, საინტერესო შეხვედრები და დისკუსიები დაიგეგმა საქართველოში დემოკრატიის პრობლემებზე, პოლიტიკურ მდგომარეობაზე
ნიკა გვარამია - ევროპარლამენტის მოწვევით ვარ სტრასბურგში, საინტერესო შეხვედრები და დისკუსიები დაიგეგმა საქართველოში დემოკრატიის პრობლემებზე, პოლიტიკურ მდგომარეობაზე

ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ევროპარლამენტის მიწვევით სტრასბურგში იმყოფება, სადაც შეხვედრებს გამართავს.

ამის შესახებ გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა.

„ოთხი წელი ქვეყნიდან გასვლა აკრძალული მქონდა. პირველად გამოვედი ამდენი ხნის მერე და მგზავრობითაც კი ისე ვისიამოვნე, როგორც ეგზოტიკურ კუნძულზე დასვენებით.

ამჟამად სტრასბურგში ვარ, ევროპარლამენტის მოწვევით. საინტერესო შეხვედრები და დისკუსიები დაიგეგმა საქართველოში დემოკრატიის და სიტყვის თავისუფლების პრობლემებზე, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მდგომარეობაზე შექმნილ საერთაშორისო კონტექსტში. ასევე დაგეგმილია შემაჯამებელი პრესკონფერენცია“, – წერს ნიკა გვარამია.