ნიკა გვარამია - ძირს ჩაჩავას კლინიკის ნაძირალა მეან-გინეკოლოგები
ნიკა გვარამია - ძირს ჩაჩავას კლინიკის ნაძირალა მეან-გინეკოლოგები

ძირს ჩაჩავას კლინიკის ნაძირალა მეან-გინეკოლოგები, მასიურად რომ გადაწყვიტეს მოღალატე ზურაბიშვილის დონორობა, – ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკ გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

მანამდე ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უნდა შეავიწროვონ ყველა, ვინც მხარს უჭერს, აფინანსებს ან სხვაგვარად ეხმარება სალომე ზურაბიშვილს.

„ყველა, ვინც სალომე ზურაბიშვილს ან აფინანსებს, ან კამპანიაში სხვაგვარად ეხმარება, ყველა პოლიტიკოსი, რომელიც დაყვება და მხარს უჭერს, უკიდურესად უნდა შევავიწროვოთ. ეს არ არის არც გამოხატვის თავისუფლების და არც პოლიტიკური გემოვნების საკითხი. ეს არის ქვეყნის ღია და დეკლარირებული მოღალატის დახმარება. დახმარება ქვეყნის ღალატში.

ყველა ეს ადამიანი უნდა დავიმახსოვროთ და გვახსოვდეს მოღალატის გვერდში დამდგომი ხალხი, და მათგან ყველაფერს უნდა ელოდოს ჩვენი სამშობლო. უნდა დავიმახსოვროთ და გავაძევოთ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროდან, იქნება ეს ბიზნესი, კულტურა თუ პოლიტიკა. ქვეყნის მოღალატე და მისი მოკავშირეები საჩვენებლად უნდა დაისაჯონ! მე პირადად ვაპირებ ამას მივუძღვნა საკუთარი თავი უახლოესი რამდენიმე წელი. ჯერ არჩევნების წაგებაში ძალიან დავეხმარები მოღალატე სალომეს (აუცილებლად წააგებს) და მერე მივუბრუნდები მის დამხმარეებს“, – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.