ნიკა გვარამია ჭიათურაში გაფიცულების შესახებ - ჩვენ რატომ უნდა შეგვტკიოდეს ამ ხალხზე გული, საკუთარი თავი რომ ფეხებზე ჰკიდიათ და საკუთარ ხმას უნიტაზში გადაუძახეს
ნიკა გვარამია ჭიათურაში გაფიცულების შესახებ - ჩვენ რატომ უნდა შეგვტკიოდეს ამ ხალხზე გული, საკუთარი თავი რომ ფეხებზე ჰკიდიათ და საკუთარ ხმას უნიტაზში გადაუძახეს

ჩვენ რატომ უნდა შეგვტკიოდეს ამ ხალხზე გული, საკუთარი თავი რომ ფეხებზე ჰკიდიათ და საკუთარ ხმას უნიტაზში გადაუძახეს, – ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

„მითხარით ახლა, ეს პარადოქსია, თუ ეროვნული უბედურება: სამი დღის წინ, არჩევნებში, ჭიათურის 65%-მა ხმა მისცა ქოცებს და დღეს, იმავე ჭიათურაში ყველაფერი გაჩერებულია. მოსახლეობა (ის 65%) მთავრობის პოლიტიკას აპროტესტებს და ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი გაფიცვაა. და ჩვენ რატომ უნდა შეგვტკიოდეს ამ ხალხზე გული, საკუთარი თავი რომ ფეხებზე ჰკიდიათ და საკუთარ ხმას უნიტაზში გადაუძახეს? შარშან ხომ არ მომხდარა? აგერ, სამი დღის წინ, მაშინაც გაფიცული რომ იყვნენ. მეტიც, გაფიცვიდან ავტობუსებით წაიყვანეს და 41 შემოახაზინეს. ხოდა, იმან იზრუნოს და ის წუხდეს, ვისაც საკუთარი, ერთადერთი ნდობის მანდატი გადასცეს, ჩვენ რა შუაში ვართ?“, – წერს ნიკა გვარამია.