ნიკა გვარამია - ჩანაწერის მონაწილეებმა იციან, რომ პირდაპირ ეთერში არიან, ამიტომაც ცდილობენ, არ დაუშვან შეცდომა და პრაქტიკულად, არ ბილწსიტყვაობენ
ნიკა გვარამია - ჩანაწერის მონაწილეებმა იციან, რომ პირდაპირ ეთერში არიან, ამიტომაც ცდილობენ, არ დაუშვან შეცდომა და პრაქტიკულად, არ ბილწსიტყვაობენ

ჩანაწერის მონაწილეებმა იციან, რომ პირდაპირ ეთერში არიან, ამიტომაც ცდილობენ, არ დაუშვან შეცდომა და პრაქტიკულად, არ ბილწსიტყვაობენ, – ამის შესახებ „რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ​​პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით აცხადებს.

გვარამიას შეფასებით, სისტემური დანაშაულის დაფარვაში მთელი სახელმწიფო აპარატი ჩაერთო.

„დღეს გამოქვეყნებული ჩანაწერი ადასტურებს, რომ ის დაიდგა და საქართველოს პროკურატურა კიდევ ერთხელ გაეხვია უმძიმეს სკანდალში, დანაშაულში მთელ სახელმწიფო სისტემასთან ერთად“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ ტელეკომპანიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

ნიკა გვარამიას თქმით, აუდიოჩანაწერში რამდენიმე უზუსტობა იკვეთება. ის ასევე საუბრობს ტექნიკურ დეტალებზე, რომელთა თანახმადაც, ტექსტს კითხულობენ.

„საუბრის მონაწილეებმა იციან, რომ არიან პირდაპირ ეთერში და იციან, რომ მათი საუბარი იწერება. ამიტომაც არიან დაძაბულები, ამიტომაც ცდილობენ, არ დაუშვან არანაირი შეცდომა საუბრის დროს და ამიტომაც, ისინი საუბრის პრაქტიკულად არ ბილწსიტყვაობენ“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ამასთან, ნიკა გვარამიას თქმით, გავრცელებული ჩანაწერის ​ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა ზაზა სარალიძის გაშავებაა.

საქართველოს მთავარი პროკურატურა მირზა სუბელიანისა და ვიქტორ ჯაფარიძის საუბრის აუდიოჩანაწერს ავრცელებს, რომელიც უწყების ცნობით 6 ივლისაა ჩაწერილი. ჩანაწერში სუბელიანი ამბობს, რომ ის გაწირეს,  სასამართლოს განაჩენი მისთვის წინასწარ ცნობილია და ამის გამო აპირებს, გახმაურებულ საქმეებზე – თეთრაძის, ნავთლუღის სპეცოპერაციის და ა.შ. ტყუილები ისაუბროს.