ნიკა გვარამია – არცერთი ნაბიჯი უკან, ჩვენ უკან ჩვენი სამშობლოა

13:09, 13.06.2025

არცერთი ნაბიჯი უკან, ჩვენ უკან ჩვენი სამშობლოა, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

„არცერთი ნაბიჯი უკან! ჩვენ უკან ჩვენი სამშობლოა! ოლიგარქია უნდა დაემხოს! დიდება საქართველოს!“ – წერს გვარამია.

ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობით შეეცვალა. აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მიზეზი გირაოს გადაუხდელობა გახდა. თავად ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზში არ ყოფილა და თავად მივიდა რუსთავში არსებულ პენიტენციურ დაწესებულებასთან.

მსგავსი