ნიკა გვარამია - აგერ მაცვია სააკაშვილის ერთ-ერთი პიჯაკი, რომლის ქურდობისთვის სამართლდება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ეს ქვეყნის ისტორიული სირცხვილია
ნიკა გვარამია - აგერ მაცვია სააკაშვილის ერთ-ერთი პიჯაკი, რომლის ქურდობისთვის სამართლდება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ეს ქვეყნის ისტორიული სირცხვილია

აგერ მაცვია სააკაშვილის ერთ-ერთი პიჯაკი, რომლის ქურდობისთვის სამართლდება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ეს ქვეყნის ისტორიული სირცხვილია, – ასე უპასუხა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტის კითხვას, რატომ უწოდებენ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეს ე.წ. პიჯაკების საქმეს.

„რაკიღა გაინტერესებთ, აგერ მაცვია სააკაშვილის ერთ-ერთი პიჯაკი. ცოტა იმედგაცრუებული ვარ, რადგან პრაქტიკულად კარგად მაქვს ეს პიჯაკი, რაც ჩემზე მაინცდამაინც კარგად არ მეტყველებს.

პიჯაკების საქმე ჰქვია იმიტომ, რომ ყველაზე სიმბოლური არის პიჯაკები და არა მხოლოდ იმიტომ, რომ სააკაშვილი მარტო პიჯაკების ნაწილშია მართალი. არა. ყველაფერთან დაკავშირებით არსებობს პასუხები, ამ პასუხებს მოისმენთ ხვალ. აი, ამ პიჯაკის ქურდობისთვის, მოდით, ასე ვთქვათ, სამართლდება საქართველოს მესამე პრეზიდენტი. სირცხვილია, ქვეყნის ისტორიული სირცხვილია“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.