ნიკა გვარამია აცხადებს, რომ საქართველოს პირველი არხი სასამართლოს მასალების მიწოდებას აგვიანებს, თუმცა კონკრეტულ ფაქტებს ვერ ასახელებს [ვიდეო]

თბილისის საქალაქო სასამართლო ნიკა გვარამიას, კახა დამენიასა და ზურაბ იაშვილის ბრალდების საქმეს განიხილავს.

დღევანდელ პროცესზე ბრალდებამ შესავალი სიტყვა წარმოთქვა, თუმცა დაცვის მხარის ბრალდების ადრესატი საქართველოს პირველი არხი გახდა. ნიკა გვარამიამ ადვოკატთან ერთად სხდომაზე ტელეკომპანია „მთავარის“ გადამღები ჯგუფის დაშვება მოითხოვა არგუმენტით, რომ საქართველოს პირველი არხი პროცესს მიკერძოებულად აშუქებს და არ ასრულებს კანონის მოთხოვნას, გადაღებული მასალის სხვა არხებისთვის დროულ მიწოდებაზე.

საქართველოს პირველი არხი კანონის დარღვევას კატეგორიულად გამორიცხავს და აღნიშნულ ბრალდებას მისი დისკრედიტაციის მიზანმიმართულ მცდელობად აფასებს.

საქართველოს პირველის არხის ჟურნალისტმა ნიკა გვარამიას და მის ადვოკატებს დაუსვა კითხვა, დაესახელებინათ კონკრეტული საქმეები და დღეები, როდის ჰქონდა საქართველოს პირველი არხის მხრიდან მასალის დაგვიანებით ატვირთვას ადგილი, თუმცა ვერც ერთმა მათგანმა ეს საქმეები ვერ გაიხსენა.