ნიკა ამაშუკელი 20-წლამდელთა რაგბის მსოფლიოს ჩემპიონატზე იმსაჯებს
ნიკა ამაშუკელი 20-წლამდელთა რაგბის მსოფლიოს ჩემპიონატზე იმსაჯებს

ქართველი მსაჯი ნიკა ამაშუკელი მსოფლიო რაგბის სამსაჯო კომიტეტმა იმ ცხრა არბიტრს შორის დაასახელა, რომლებიც 4-დან 22 ივნისის ჩათვლით არგენტინაში გასამართ ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოედნის მსაჯები იქნებიან.

ნიკა ამაშუკელმა ცოტა ხნის წინ კიდევ ორ ქართველ მსაჯთან – შოთა თევზაძესთან და თორნიკე გვირჯიშვილთან ერთად ინგლისისა და იტალიის 20-წლამდელთა ნაკრებების შეხვედრაზე იმსაჯა, რის შემდეგაც ქართველი არბიტრი მსოფლიო რაგბის მიერ ორგანიზებულ რანგით მეორე დონის ტურნირზე მიიწვიეს.

არგენტინაში მოედნის მსაჯებად მიწვეულთა შორის რვა მათგანი პირველი რანგის (tier 1) ქვეყნებიდან არიან, რომლებიც სუპერრაგბის, ინგლისის პრემიერშიფსა და ევროტურნირებს რეგულარულად მსაჯობენ.