ნიღბიანი როდჩენკოვი აშშ-ის სენატორებს შეხვდა
ნიღბიანი როდჩენკოვი აშშ-ის სენატორებს შეხვდა

მოსკოვის ანტისადოპინგო სააგენტოს ყოფილი დირექტორი, მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) ინფორმატორი გრიგორი როდჩენკოვი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის წევრებსა და პოლიტიკოსებს შეხვდა.

სენატორების წინაშე რუსული დოპინგ-სკანდალის ინიციატორი ნიღბით წარდგა, – იტყობინება Inside the Games.

შეხვედრაზე განიხილებოდა დოპინგთან ბრძოლის საკითხები და კორუფცია საერთაშორისო სპორტულ ფედერაციებში. გარდა ამისა, როდჩენკოვი სენატორებთან განიხილავდა “საფრთხეს, რომელსაც რუსეთი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის წარმოადგენს”.

როდჩენკოვის ისტორია – ერთ-ერთი მაგალითია იმისა, როგორ სძულს კრემლს საერთაშორისო წესები. სამწუხაროა, რომ მას ნიღბის ტარება უწევს. ის თავისი სიცოცხლის გამო შიშობს და მისი შიში ეფუძნება სერგეი სკრიპალის მოწამვლას. მოხიბლული ვარ როდჩენკოვის სიმამაცით. ის დაეხმარა დოპინგთან ბრძოლას და მე სიამოვნებით შევხვდი მას. ინფორმატორები მნიშვნელოვანი არიან საზოგადოებაში, სადაც სამართალი პირველ ადგილზე დგას“, – განაცხადა სენატორმა ბენ კარდინმა.