ნიგერში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 15 ჯარისკაცი დაიღუპა
ნიგერში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 15 ჯარისკაცი დაიღუპა

ნიგერში შეიარაღებული პირები სამხედროებს დაესხნენ თავს. შემთხვევის შედეგად 15 ჯარისკაცი დაიღუპა, ოთხი კი დაიჭრა.

თავდასხმა ქვეყნის სამხრეთ დასავლეთით თილაბერის რეგიონში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, სამხედროები ჯიჰადის საწინააღმდეგო სპეციალური ძალების შემადგენლობაში იყვნენ. დაპირისპირების შედეგად დაიღუპა რამდენიმე თავდამსხმელიც.

აღსანიშნავია, რომ ორი დღით ადრე, თაჰუას რეგიონში ანალოგიურ თავდასხმას 16 სამხედრო ემსხვერპლა.