ნიგერში სამხედროებმა სახელმწიფო გადატრიალების შესახებ განაცხადეს
ნიგერში სამხედროებმა სახელმწიფო გადატრიალების შესახებ განაცხადეს

ნიგერში სამხედროებმა სახელმწიფო გადატრიალების შესახებ განაცხადეს. სატელევიზიო მიმართვისას სამხედროებმა განაცხადეს, რომ დაშალეს კონსტიტუცია, შეაჩერეს ყველა ინსტიტუტი და ჩაკეტეს ქვეყნის საზღვრები.

ნიგერის პრეზიდენტი მოჰამედ ბაზუმი საპრეზიდენტო გვარდიის ჯარებმა 26 ივლისს დააკავეს.

სამხედროები აცხადებენ, რომ მთავრობის ჩამოგდება უსაფრთხოების გართულებულ ვითარებას და სუსტ ეკონომიკურ-სოციალურ მმართველობას უკავშირდება.

ნიგერის სამხედროების განცხადების შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლებისკენ სამხედროებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა მოუწოდა.

ნიგერის პრეზიდენტი მოჰამედ ბაზუმი, რომელიც 2021 წელს აირჩიეს, საფრანგეთის და დასავლეთის ქვეყნების ახლო მოკავშირეა.

დასავლეთ აფრიკის ეკონომიკურმა ბლოკმა გადატრიალება დაგმო და ჯგუფის სახელით ბენინის პრეზიდენტი შუამავლობისთვის ნიგერში ჩავიდა.