ნიგერში სამხედრო ბაზაზე თავდასხმის შედეგად 25 ჯარისკაცი დაიღუპა
ნიგერში სამხედრო ბაზაზე თავდასხმის შედეგად 25 ჯარისკაცი დაიღუპა

ნიგერში სამხედრო ბაზაზე თავდასხმის შედეგად 25 ჯარისკაცი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, თავდასხმა აფრიკული ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, მალის საზღვართან ახლოს მოხდა. „ბიბისის“ ინფორმაციით, ჯიჰადისტების თავდასხმის შემდეგ, ორმხრივი სროლის დროს სამხედრო მოსამსახურეებმა 60 რადიკალის ლიკვიდაცია მოახერხეს.

მსგავსი თავდასხმა ნიგერში გასულ თვეშიც მოხდა. რა დროსაც 71 ჯარისკაცი დაიღუპა. მაშინ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ადგილობრივმა ტერორისტულმა დაჯგუფებამ აიღო, რომელსაც დახმარებას „ისლამური სახელმწიფო“ უწევს.

ნიგერი საფრანგეთის მიერ შექმნილი საკოორდინაციო ჯგუფის წევრია, რომლის მიზანიც რეგიონში ტერორისტულ დაჯგუფებებთან ბრძოლაა. მისიის ფარგლებში ნიგერში 4 500 ფრანგი სამხედრო მოსამსახურე და გაერო-ს 14 000 მშვიდობისმყოფელი იმყოფება. მიუხედავად ამისა, რეგიონში ტერორისტული თავდასხმები საკმაოდ ხშირია.