ნიგერში ისლამისტმა მებრძოლებმა 79 ადამიანი მოკლეს

08:13, 03.01.2021

ნიგერში ისლამისტმა მებრძოლებმა 79 ადამიანი მოკლეს. ინფორმაცია „ბიბისი“ ავრცელებს. ბოროტმოქმედები ორ დასახლებულ პუნქტს დაესხნენ თავს.

ორივე დასახლება ქვეყნის ჩრდილოეთით, მალის საზღვრის სიახლოვეს მდებარეობს.

ხელისუფლების ცნობით, შემთხვევის ადგილზე უკვე გააგზავნეს სამხედროები.

ბოლო დღეებში აფრიკის საჰელის რეგიონში რამდენიმე ძალადობრივი ინციდენტი მოხდა.

2 იანვარს საფრანგეთის ხელისუფლებამ გაავრცელა ცნობა, რომ მალიში ორი ფრანგი ჯარისკაცი მოკლეს.

მანამდე კი რადიკალური ისლამის მიმდევრებმა განაცხადეს, რომ მალის სხვა ნაწილში ორშაბათს განხორციელებული თავდასხმისას სამი ფრანგი სამხედროა მოკლული.

მსგავსი