ნიგერის დედაქალაქში აეროპორტსა და სამხედრო საჰაერო ბაზაზე თავდასხმის შედეგად უსაფრთხოების ძალების 11 წევრი და ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
ნიგერის დედაქალაქში აეროპორტსა და სამხედრო საჰაერო ბაზაზე თავდასხმის შედეგად უსაფრთხოების ძალების 11 წევრი და ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

ნიგერის დედაქალაქ ნიამეიში აეროპორტსა და სამხედრო საჰაერო ბაზაზე თავდასხმის შედეგად უსაფრთხოების ძალების 11 წევრი და ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ინფორმაციას ნიგერის მთავრობა ავრცელებს.

ნიგერის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, სამთავრობო ძალებმა დაჯგუფების თავდასხმა მოიგერიეს და 22 თავდამსხმელი მოკლეს, ხოლო დაახლოებით 20 ადამიანი დააკავეს და სხვადასხვა  სახის იარაღი ამოიღეს.

თვითმხილველების თქმით, პირველი აფეთქებები ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 06:00 საათზე გაისმა. მომხდარ  თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

როგორც „როიტერი“ წერს, ნიგერში მეზობელი ქვეყნების, მალისა და ბურკინა ფასოს მსგავსად, „ალ-ქაიდასთან“ და „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული ჯგუფების თავდასხმები ხშირია.