ნიგერიის სანაპიროსთან მეკობრეებმა შვეიცარიის დროშის ქვეშ მცურავი გემიდან 12 ადამიანი გაიტაცეს
ნიგერიის სანაპიროსთან მეკობრეებმა შვეიცარიის დროშის ქვეშ მცურავი გემიდან 12 ადამიანი გაიტაცეს

ნიგერიის სანაპიროსთან შვეიცარიის დროშის ქვეშ მცურავი გემის ეკიპაჟის 12 წევრი მეკობრეებმა გაიტაცეს. რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან მეზღვაურები, ჯერჯერობით უცნობია. გემმა, რომელიც ხორბლით იყო დატვირთული, ნიგერიის საპორტო ქალაქი ლაგოსი დატოვა. მეკობრეები მას კუნძულ ბონესთან დაესხნენ თავს.

ბორტზე ეკიპაჟის 19 წევრი იმყოფებოდა, რომელთაგან 12 გაიტაცეს. გემის მფლობელ კომპანიაში აცხადებენ, რომ მძევლად აყვანილ მეზღვაურებს შორის შვეიცარიის მოქალაქეები არ არიან. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება ​.