ნიგერიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა
ნიგერიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა

ნიგერიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და უახლოესი მრჩეველი აბა კიარი „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

აბა კიარი ნიგერიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსად მოიაზრებოდა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მას კორონავირუსი გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ დაუდგინეს.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ნიგერიაში კორონავირუსის 493 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 17 ადამიანი.