ნიგერიის პრეზიდენტი მუჰამადუ ბუჰარი უარყოფს, რომ კლონია, – ამის შესახებ CNN-ი იუწყება.
მუჰამადუ ბუჰარიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ორეულით მისი ჩანაცვლების შესახებ გავრცელებული ხმები არის უვიცი ჭორი.
როგორც აღმოჩნდა, ბუჰარის კლონირების შესახებ კითხვა პოლონეთში მცხოვრებმა ნიგერიელებმა დაუსვეს. ჭორის საფუძველი კი, მისი შარშანდელი ავადმყოფობა გახდა, როდესაც ის მკურნალობას რამდენიმე თვის განმავლობაში, ლონდონში გადიოდა.
„ეს ნამდვილად მე ვარ, გარწმუნებთ. მალე 76 წელი შემისრულდება“, – წერს ბუჰარი.