ნიგერიის ხელისუფლების ცნობით, მიმდინარე კვირაში ნიგერიელმა ჯარისკაცებმა ადამიანების გატაცებასა და პირუტყვის ქურდობაში ჩართული დაჯგუფების 300-ზე მეტი წევრი მოკლეს
ნიგერიის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მიმდინარე კვირაში ნიგერიელმა ჯარისკაცებმა ზამფარის შტატის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ადამიანების გატაცებასა და პირუტყვის ქურდობაში ჩართული დაჯგუფების 300-ზე მეტი წევრი მოკლეს.
მათივე ცნობით, სამთავრობო ჯარებმა ორდღიანი ოპერაციის დროს გუმის რაიონში მათი ობიექტები დაბომბეს.
როგორც ზამფარის ადგილობრივი ხელისუფლება აღნიშნავს, ოპერაცია მნიშვნელოვანი გარღვევა იყო შტატში წესრიგის აღდგენისთვის ბრძოლაში.
„გარდიანის“ წერს, რომ პირუტყვით მოვაჭრეებისა და ჯიჰადისტებისგან შემდგარი ბანდები ნიგერიის ჩრდილოეთ და ცენტრალურ თემებში თავდასხმებს ხშირად აწყობენ, ფერმერების მიწებს ძარცვავენ, პირუტყვს იპარავენ და გამოსასყიდის მისაღებად ადამიანებს იტაცებენ. ამასთან, ისინი ფერმერებს საკუთარ მიწებზე წვდომას უზღუდავენ იმ შემთხვევაში, თუ გადასახადს არ გადაუხდიან.