ნიგერიაში ტერაქტს 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ნიგერიაში ტერაქტს 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ნიგერიის ქალაქ მაიდუგურიში ტერაქტის შედეგად სულ მცირე 18 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Reuters ავრცელებს. როგორც ქალაქის პოლიცია იუწყება, თავი სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა ერთდროულად აიფეთქა.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არც ერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია, თუმცა აღნიშნული ტერიტორია ექსტრემისტული ტერორისტული გაერთიანება „ბოკო ჰარამის“ სამიზნედ არაერთხელ ქცეულა.

მათი გახშირებული თავდასხმების გამო 2009 წლიდან დღემდე, მაიდუგურიში საცხოვრებელი სახლი 20 ათასზე მეტმა მოქალაქემ მიატოვა.