ნიგერიაში შენობის ჩამონგრევის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა
ნიგერიაში შენობის ჩამონგრევის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა

ნიგერიაში შენობის ჩამონგრევის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა.

ტელეკომპანია „სიენენის“ ცნობით, ინციდენტი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, პლატოს შტატის ქალაქ ჯოსში მოხდა.

პოლიცის განცხადებით, მაშველებმა ნანგრევებიდან შვიდი ადამიანი უვნებელი ამოიყვანეს.

სამსართულიან შენობაში მაღაზიები და საცხოვრებელი ბინები იყო განთავსებული.

როგორც ნიგერიის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო წარმომადგენელმა, ნურუდინ მუსმა განაცხადა, შენობა ავარიული იყო, რადგან უსაფრტხოების სტადარტებს არ აკმაყოფილებდა.