ნიგერიაში შეიარაღებულმა პირებმა სკოლიდან 73 ბავშვი გაიტაცეს
ნიგერიაში შეიარაღებულმა პირებმა სკოლიდან 73 ბავშვი გაიტაცეს

ნიგერიაში შეიარაღებულმა პირებმა სკოლიდან 73 ბავშვი გაიტაცეს. ინფორმაციას საგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

პოლიციის განცხადებით, შეიარაღებულმა პირებმა ბავშვები შტატ ზამფარას ერთ-ერთი სკოლიდან გაიტაცეს.

პოლიციის მიერ ჩამოყალიბებულია შესაბამისი ჯგუფი, რომელიც სამძებრო და სკოლის მოსწავლეების გადარჩენის ოპერაციებს განახორციელებს.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ თავდასხმების თავიდან არიდების მიზნით, ზამფარას შტატში მდებარე სკოლების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. მიმდინარე წელს შეიარაღებული დაჯგუფებების მიერ 1 100-ზე მეტი სკოლის მოსწავლე იქნა გატაცებული. სკოლის მოსწავლეების ნაწილს გამტაცებლები გამოსასყიდის მიღების შემდეგ ათავისუფლებენ, ნაწილს კი საკუთარ დაჯგუფებებში აწევრიანებენ.