ნიგერიაში შეიარაღებული პირების თავდასხმის შედეგად ციხიდან 1 800-ზე მეტი პატიმარი გაიქცა
ნიგერიაში შეიარაღებული პირების თავდასხმის შედეგად ციხიდან 1 800-ზე მეტი პატიმარი გაიქცა

ნიგერიაში შეიარაღებული პირების თავდასხმის შედეგად ციხიდან 1 800-ზე მეტი პატიმარი გაიქცა.

„ბიბისის“ ინფორმაციით, თავდამსხმელები ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ოვერის ციხის ტერიტორიაზე შევიდნენ და ადმინისტრაციული შენობა ააფეთქეს.

ინციდენტის შემდეგ ექვსი პატიმარი დაბრუნდა, 350-მა კი გაქცევაზე უარი განაცხადა. ნიგერიის პოლიციაში თავდასხმაში სეპარატისტულ დაჯგუფებას, „ბიაფრას მკვიდრ მოსახლეობას“ ადანაშაულებს, თუმცა დაჯგუფება ბრალდებას უარყოფს.

ნიგერიის პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელები ყუმბარმტყორცნებით, ტყვიამფრქვევებით, ასაფეთქებელი მოწყობილობებით და შაშხანებით იყვნენ შეიარაღებული. ნიგერიის პრეზიდენტმა, მუჰამადუ ბუჰარიმ თავდასხმა ანარქისტების ტერორისტულ აქტად შეაფასა.