ნიგერიაში შეიარაღებული პირები ორ დასახლებას თავს დაესხნენ
ნიგერიაში შეიარაღებული პირები ორ დასახლებას თავს დაესხნენ

ნიგერიის შტატ ზამფარაში შეიარაღებული პირები ორ დასახლებას დაესხნენ თავს. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია სულ მცირე 26 ადგილობრივი მაცხოვრებელი.

სამართალდამცველების განცხადებით, თავდამსხმელებმა ერთ-ერთ სოფელში 15 ადამიანი მოკლეს, ექვსი ქალი და ერთი მამაკაცი კი მძევლად აიყვანეს, თუმცა მოგვიანებით მათი გათავისუფლება პოლიციამ შეძლო.

მეორე დასახლებაში შეიარაღებულმა პირებმა 11 ადამიანი მოკლეს, საცხოვრებელ სახლებს კი ცეცხლი წაუკიდეს. ქვეყნის ხელისუფლებამ შტატში უსაფრთხოების დამატებითი ძალების მობილიზება განახორციელა. ამ დროისთვის დასახლებებში სიმშვიდეა.