ნიგერიაში საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა
NIGERIA-BIAFRA/
ნიგერიაში მიმდინარე საპროტესტო აქციისას დემონსტრანტებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა. პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი დედაქალაქ აბუჯაში იმ დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოიყენა, რომლებმაც ქალაქის მთავარი გზები დაიკავეს.
როგორც „როიტერი“ წერს, აქციის მონაწილეები სეპარატისტი ლიდერის, ნამდი კანუს ტერორიზმის ბრალდებით დაკავებას აპროტესტებდნენ.
გამოცემის ცნობით, კანუ, რომელსაც ბრიტანეთის მოქალაქეობა აქვს, აკრძალულ „ბიაფრას მკვიდრი ხალხის მოძრაობას“ (IPOB) ხელმძღვანელობს. მოძრაობა სამხრეთ-აღმოსავლეთ ნიგერიის გამოყოფას უჭერს მხარს, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა იგბოს ეთნიკურ ჯგუფს მიეკუთვნება.
კანუს მხარდამჭერები აცხადებდნენ, რომ მისი დაკავება პოლიტიკურად მოტივირებულია. ამასთან, მხარდამჭერები კანუსთვის ტერორიზმის შვიდი ბრალდების გაუქმებას და გათავისუფლებას ითხოვენ.
მის გათავისუფლებას და ტერორიზმის შვიდი ბრალდების გაუქმებას ითხოვდნენ.