ნიგერიაში, რამდენიმე დასახლებულ პუნქტზე შეიარაღებული პირების თავდასხმას სულ მცირე 37 ადამიანი ემსხვერპლა
ნიგერიაში, რამდენიმე დასახლებულ პუნქტზე შეიარაღებული პირების თავდასხმას სულ მცირე 37 ადამიანი ემსხვერპლა

ნიგერიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, რამდენიმე დასახლებულ პუნქტზე შეიარაღებული პირების თავდასხმას სულ მცირე 37 ადამიანი ემსხვერპლა.

ინფორმაციას ამის შესახებ „სააგენტო „ფრანს პრესი“ ნიგერიის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, თავდასხმა განხორციელდა სოკოტოს შტატის სამ სოფელზე. თავდამსხმელებმა მშვიდობიან მცხოვრებლებს ცეცხლი გაუხსნეს და ადგილობრივი ბაზარი დაწვეს.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ დაჯგუფებას საკუთარ თავზე არ აუღია.