ნიგერიაში ნავის ჩაძირვის შედეგად, სულ მცირე, 50 ადამიანი დაიღუპა
ნიგერიაში ნავის ჩაძირვის შედეგად, სულ მცირე, 50 ადამიანი დაიღუპა, მათი უმეტესობა ბავშვი იყო. თვითმხილველების თქმით, შემთხვევა ნიგერიის ჩრდილო-დასავლეთში, სოკოტოს შტატში, გორონიოს ადგილობრივი თვითმმართველობის რაიონში მოხდა. ნავის ჩაძირვა მასზე დასაშვებზე მეტი ადამიანის ყოფნამ გამოიწვია.
„როიტერის” ცნობით, სამაშველო ჯგუფებმა 50 გარდაცვლილის ცხედარი იპოვეს. მათ შორის დაახლოებით 40 მცირეწლოვანია.
ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა გამოცემას განუცხადა, რომ ნავზე ძირითადად ფერმერები და ბრინჯის მოსავლის აღებისთვის დაქირავებული მუშები იყვნენ. შემთხვევის დროს ნავზე 70-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. „როიტერი” წერს, რომ ნავზე დასაშვებზე მეტი ადამიანების ყოფნა და უსაფრთხოების ნორმების უგულებელყოფა ნიგერიაში ნავების ჩაძირვის მიზეზი ხშირად ხდება.