ნიგერიაში ისლამისტმა მებრძოლებმა 20 ჯარისკაცი მოკლეს
ნიგერიაში ისლამისტმა მებრძოლებმა 20 ჯარისკაცი მოკლეს

ნიგერიაში ისლამისტმა მებრძოლებმა 20 ჯარისკაცი მოკლეს.

„რეიტერის“ ინფორმაციით, ბორნოს შტატის ქალაქ მონგუნოში, რადიკალი ისლამისტები სამხედრო მოსამსახურეების კოლონის მსგავსად შევიდნენ და ქალაქში მყოფ ჯარისკაცებს დაესხნენ თავს.

რადიკალმა ისლამისტებმა სულ მცირე 750 სახლი გაანადგურეს. ადგილობრივი მცხოვრებლების განცხადებით, შეიარაღებული დაპირისპირების დროს მშვიდობიანი მოქალაქეები დამალვას ცდილობდნენ, თუმცა თავდასხმის შედეგად შემთხვევითმა ტყვიამ სამი ადამიანი იმსხვერპლა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამური სახელმწიფოს დასავლეთ აფრიკის პროვინციამ“ აიღო. დაჯგუფების ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად მებრძოლებმა ქალაქიდან შეიარაღება და აღჭურვილობა წაიღეს. „ისლამური სახელმწიფოს დასავლეთ აფრიკის პროვინცია“ ისლამისტურ დაჯგუფება „ბოკო ჰარამს“ 2016 წელს გამოეყო და ნიგერიაში თავდასხმებს დამოუკიდებლად აწყობს.