ნიგერიაში გატაცებული 300-ზე მეტი სკოლის მოსწავლე სამთავრობო ძალებს გადასცეს
ნიგერიაში გატაცებული 300-ზე მეტი სკოლის მოსწავლე სამთავრობო ძალებს გადასცეს

ჩრდილოეთ ნიგერიაში ისლამისტური დაჯგუფების „ბოკო ჰარამის“ მიერ გატაცებული სკოლის 300-ზე მეტი მოსწავლე სამთავრობო უსაფრთხოების ძალებს გადასცეს. ამის შესახებ ადგილობრივი ტელევიზიის ეთერში კატსინის შტატის გუბერნატორმა განაცხადა.

გუბერნატორის თქმით, ბიჭები ამჟამად კატსინაში ბრუდნებიან.

მანამდე დაჯგუფება „ბოკო ჰარამმა“ გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც გატაცებული ბავშვები ჩანდნენ.

კატსინის შტატის ერთ-ერთი სოფლის სკოლაზე ისლამსიტების თავდასხმა გასული კვირის პარასკევს განხორციელდა.

შეგახსენებთ, 2014 წელს „ბოკო ჰარამმა“ ქალაქ ჩიბოკაში 276 მოსწავლე გოგონა გაიტაცა.