ნიგერიაში აფეთქების შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა
ნიგერიაში აფეთქების შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა

ნიგერიის შტატ ბორნოში ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა. ბომბი ერთ-ერთ ხიდზე ამოქმედდა.

საინფორმაციო სააგენტო „რეიტერის“ ინფორმაციით, დაშავებულია 35 ადამიანი. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ჯერჯერობით აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა ადგილობრივი მედია ვარაუდობს, რომ აფეთქების უკან ტერორისტული დაჯგუფება „ბოკო ჰარამი“ დგას.