ნიდერლანდებში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგად, პროევროპული პარტია „დემოკრატები 66“ და მემარჯვენე „თავისუფლების პარტია“ პარლამენტში 26-26 ადგილს დაიკავებენ

09:34, 30.10.2025

ნიდერლანდებში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ხმების 90%-ის დათვლის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პროევროპული პარტია „დემოკრატები 66“ და მემარჯვენე „თავისუფლების პარტია“ პარლამენტში 26-26 ადგილს დაიკავებენ.

ნიდერლანდების ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიის“ ლიდერის, ხეერტ ვილდერსის განცხადებით, იმედგაცრუებულია, რომ მისმა პარტიამ ადგილები დაკარგა და აღნიშნა, რომ, სავარაუდოდ, არ იქნება მომავალი მთავრობის ნაწილი. თუმცა, ვილდერის თქმით, ბრძოლას ოპოზიციიდან გააგრძელებს.

„გვინდოდა მეტი ადგილის მოპოვება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რუკიდან წაიშალა ჩვენი პარტია“, – განაცხადა ხეერტ ვილდერსმა.

როგორც მედია წერს, ეს შესაძლებლობას აძლევს პარტია „დემოკრატები 66“-ის ლიდერს, რობ იეტენს, ჩამოაყალიბოს მთავრობა და გახდეს ნიდერლანდების ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი 38 წლის ასაკში.

პარტიებს 150-ადგილიან პარლამენტში უმრავლესობისთვის 76 ადგილი სჭირდებათ. წინასწარი მონაცემებით, აუცილებელი იქნება კოალიციის შექმნა.

მსგავსი