ნიდერლანდებში სარკინიგზო მოძრაობა რელსებზე განზრახ მიმაგრებული მილების გამო შეფერხდა, რაც, სავარაუდოდ, საბოტაჟს უკავშირდება

15:05, 15.09.2026

ნიდერლანდებში დღეს დილით სარკინიგზო მოძრაობა რელსებზე განზრახ მიმაგრებული მილების გამო შეფერხდა, რაც, სავარაუდოდ, საბოტაჟს უკავშირდება. ნიდერლანდების ინფრასტრუქტურის კომპანიის, ProRail-ის განცხადებით, შეფერხების  დაახლოებით 20 შემთხვევა დაფიქსირდა.

„ამ ეტაპზე, როგორც ჩანს, ეს არის რკინიგზის მოძრაობის განზრახ შეფერხება, რაც გამოწვეულია ადამიანის მოქმედებით. ჯერ არ არის ცნობილი, ვინ არის პასუხისმგებელი ან რა არის მოტივი“, – განაცხადეს კომპანიაში.

ProRail-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ მილებმა არა მხოლოდ რკინიგზის მოძრაობა შეაფერხა, არამედ მთლიანად საგზაო მოძრაობაც, რადგან რამდენიმე სარკინიგზო და საავტომობილო გადასასვლელი დაიკეტა.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

მსგავსი