ნიდერლანდებში, ქალაქ როტერდამის სიახლოვეს მეტროს მატარებლის შემადგენლობა ლიანდაგიდან გადავიდა
ნიდერლანდებში, ქალაქ როტერდამის სიახლოვეს მეტროს მატარებლის შემადგენლობა ლიანდაგიდან გადავიდა

ნიდერლანდებში, ქალაქ როტერდამის სიახლოვეს მეტროს მატარებლის შემადგენლობა ლიანდაგიდან გადავიდა. ვაგონი 10 მეტრის სიმაღლიდან გადავარდნას, თითქმის 20 წლის წინ დამონტაჟებულმა ქანდაკებამ გადაარჩინა. ვაგონი ვეშაპის კუდზე აღმოჩნდა.

მატარებლის მემანქანემ ვაგონიდან გამოსვლა დამოუკიდებლად შეძლო. მის გარდა ვაგონში არავინ იმყოფებოდა.

სკულპტურის ავტორის, მოქანდაკე მარტენ სტრუიჯის თქმით, ის გაოცებულია, რომ პლასტიკატის შემადგენლობის მქონე ძეგლმა, ვაგონის წონას გაუძლო.