ნიდერლანდებში მარტის შემდეგ პირველად, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირებულა
ნიდერლანდებში მარტის შემდეგ პირველად, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირებულა

ნიდერლანდებში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირებულა. ეს პირველი შემთხვევაა მარტის შემდეგ, როდესაც ქვეყანაში ვირუსით ინფიცირებულის გარდაცვალება არ დაფიქსირებულა.

ნიდერლანდებში კორონავირუსს საერთო ჯამში 6 090 ადამიანი ემსხვერპლა. ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსი თითქმის 50 000 ადამიანს დაუდგინეს, მათგან 69-ს გასული დღე-ღამის განმავლობაში.