ნიდერლანდებში მარტის შემდეგ კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

17:24, 19.05.2020

ნიდერლანდებში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 21 ადამიანი დაიღუპა. ლეტალური შემთხვევების კუთხით, ასეთი დაბალი მაჩვენებელი ნიდერლანდებში მარტის შემდეგ არ დაფიქსირებულა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი შემთხვევების რაოდენობა მომატებულია 108-ით.

საერთო ჯამში, ქვეყანაში ვირუსით 5 715 ადამიანია დაღუპული. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ნიდერლანდებში „კოვიდ-19“-ით 44 249 ადამიანი დაინფიცირდა.

მსგავსი