ნიდერლანდებში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა

20:45, 06.02.2021

ნიდერლანდებში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა.

ინფორმაციას „სიენენი“ ნიდერლანდების ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსის 4 130 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში ვირუსით სულ 14 468 ადამიანი დაიღუპა.

მსგავსი